როგორ გავაკეთოთ აბაზანის ბომბები სახლის პირობებში
აბაზანის ბომბები დამზადებულია ბუნებრივი ინგრედიენტებისგან: ლიმონის მჟავა,ნატრიუმის ბიკარბონატი (სოდა), Ზღვის მარილი, იდროლატები და ეთერზეთები, დამატენიანებელი ზეთები.
არ შეიცავს კონსერვანტებს და ქიმიურ სუნამოებს. უსაფრთხოა და შესაძლებელია ბავშვის დასაბანად გამოყენება. თუ გსურთ გაიგოთ უფრო მეტი აბაზანის ბომბების სასარგებლო თვისებებზე დააჭირე აქ.
როგორ გავაკეთოთ აბაზანის ბომბები სახლის პირობებში
მიუხედავად იმისა, რომ ჭიქა ღვინო, კარგი წიგნი და ცხელი აბაზანა არის სრულყოფილი კომბინაცია, უფრო ფერადი და საინტერესო ვარიანტი შეიძლება იყოს აბაზანის ბომბი.
აბაზანის ბომბი ცხელ წყალში მოხვედრისას დაიწყებს მომაჯადოვებლად დაშლას და სასიამოვნო არომატის გადმოფრქვევას, აქვს დამამშვიდებელი და სამკურნალო ეფექტი
როგორც წესი, თითო ბურთულა 5-15 დოლარი ღირს, რაც ყველასათვის ხელმისაწვდომი არ არის. მაგრამ თქვენ არ დაგჭირდებათ ამდენი ფულის დახარჯვა ამ სასიამოვნო პროცედურაზე, თუ დაამზადებთ სახლის პირობებში. და რაც მთავარია თქვენი გემოვნებით.
თითქმის ყველა აბაზანის ბომბის რეცეპტი მოითხოვს ერთი და იმავე ინგრედიენტებსა და რაოდენობას, გარდა განსაკუთრებული გამონაკლისის დროს. აბაზანის ბომბების ერთ-ერთი მთავარი ინგრედენტია ლიმონმჟავა, რომლის მოძიებაც არ უნდა გაგიჭირდეთ.
მაშ ასე დავიწყოთ.
რა რაოდენობით ინგრედიენტი დაგჭირდებათ
1 ჭიქა საცხობი სოდა
1/2 ჭიქა ლიმონმჟავა
1/2 ჭიქა Epsom მარილი
1/2 ჭიქა სიმინდის სახამებელი
3/4 სუფრის კოვზი წყალი
2 სუფრის კოვზი ეთერზეთები (ლავანდა, ევკალიპტი, ვარდი, ფორთოხალი და ლემონგრასი პოპულარულია აბანოში)
2 სუფრის კოვზი ზეთი (ჟოჟობა, ტკბილი ნუშის, ქოქოსის, ზეთისხილის)
- რამდენიმე წვეთი ბუნებრივი საღებავი
- შესაფერისი ფორმა რაშიც გამოიყვანთ ბომბის სტანდარტულ მრგვალ ფორმას.
სურვილისამებრ: ხმელი ყვავილები.
მომზადების ინსტრუქცია
ნაბიჯი 1: გარდა ლიმონმჟავასა, აურიეთ ყველა სხვა მშრალი ინგრედიენტები ერთად დიდი თასში.
ნაბიჯი 2: ჩაასხით ყველა თხევადი ინგრედიენტი ცალკე ჭურჭელში, დაახურეთ თავზე და კარგად და ენერგიულად აურიეთ.
ნაბიჯი 3: მშრალი და თხევადი ინგრედიენტები ხელების დახმარებით ერთად აურიეთ(გირჩევთ გაიკეთოთ ერთჯერადი რეზინის ხელთათმანები). ამ ეტაპის შემდგომ, დაამატეთ ლიმონმჟავა. თქვენ ალბათ შეამჩნევთ თუ როგორ შედის ლიმონმჟავა რეაქციაში სხვა ინგრედიენტებთან, მაგრამ არ არის საჭირო პანიკა, რადგან ეს სრულიად ნორმალურია.
- შექმნილი მასა უნდა მოგაგონებდეთ ოდნავ ნოტიო ქვიშას. არავითარ შემთხევვაში აღარ დაამატოთ წყალი, რადგან ბომბები ფორმას ვერ შეინარჩუნებენ და მალევე დაიშლებიან.
ნაბიჯი 4: თქვენი ნარევი მოათავსეთ ფორმაში და რაც შეიძლება მაგრად დაპრესეთ(ეს ნაბიჭი ძალიან მნიშვნელოვანია). შემდეგ ბურთულა გადმოიღეთ ცვილის ქაღალდზე და მთელი ღამით დატოვეთ გასაშრობად.
გამოყენებამდე აბაზანის ბომბები ერთი ან ორი დღე დაასვენეთ მშრალ ადგილას. და ამის შემდეგ შეგეძლებათ ისიამოვნოთ თქვენს მიერ შექმნილი ბომბებით.
დამატებითი მასალა
ვიდეო ▶️